მსოფლიო დღეს

საბერძნეთში ქართველმა ქალმა ახალშობილი შვილი სანაგვე ყუთში გადააგდო

ახალშობილი ბიჭი დასუფთავების თანამშრომელმა გამთენიისას იპოვა, როდესაც სანაგვე ყუთიდან ტირილის ხმა შემოესმა.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ქალი დააკავა, რომელმაც თავისი ახალშობილი შვილი სანაგვე ყუთში გადააგდო, იუწყება Georgians.gr ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დღის ჩვილი დასუფთავების თანამშრომელმა დღეს, გამთენიისას იპოვა, როდესაც სანაგვე ყუთიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა.

ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალი პოლიციამ უკვე დააკავა.