სუნამოს პკურების ხელოვნება: გაახანგრძლივეთ არომატი და მდგრადობა

საკმაოდ პოპულარული მოსაზრება, რომ ხანგრძლივი არომატის შესანარჩუნებლად სუნამო ყურებს უკან უნდა იპკუროთ, თურმე, მცდარია...
Sputnik

სუნამოს პკურების დროს, ბუნებრივია, ადამიანს სურს, რომ მისი შლეიფი ხანგრძლივი და საკმარისად ძლიერი იყოს. ერთი შეხედვით, ამის მიღწევა თითქოს ადვილია, მაგრამ ასე არ არის. მით უმეტეს, თუ ზუსტად არ იცით, რა ადგილებში უნდა მიისხუროთ სუნამო. 

დიახ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პარფიუმის (ისევე, როგორც მაკიაჟის) სწორი გამოყენება – ეს ხელოვნებაა. 

ალბათ ბევრს ჰქონია შემთხვევა, როდესაც საკმაოდ ძვირადღირებული სუნამოს მდგრადობითა და არომატის ხანგრძლივობით უკმაყოფილო დარჩენილა. ამაში „დამნაშავე“, თურმე, ყოველთვის სუნამო კი არა, თავად მისი მომხმარებელია, ვინაიდან არ იცის, სად და როგორ უნდა იპკუროს იგი.

ვნახოთ, რა რეკომენდაციებს გვაძლევენ დარგის სპეციალისტები.