ყვითელი ამბები

თბილისში ცნობილი მომღერალი ლენი კრავიცი კონცერტს გამართავს

55 წლის ამერიკელი მუსიკოსი „გრემის“ მფლობელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და არანჟირების ოსტატია.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ლენი კრავიცი 31 მაისს თბილისში კონცერტს გამართავს – ლეგანდარული მუსიკოსი საქართველოში „საქართველოს ბანკსა“ და მის ბრენდ SOLO-ს ჩამოჰყავს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

წინასაახალწლო საჩუქარი: „ქართველი მოცარტი“ კონცერტს თბილისში გამართავს

ლენი კრავიცის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა Tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. ბილეთების ფასი 95 ლარიდან დაიწყება.

55 წლის ამერიკელი მუსიკოსი „გრემის“ მფლობელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და არანჟირების ოსტატია. მისი „რეტრო“ სტილი აერთიანებს როკის, სოულის, ფანკის, რეგეის, მძიმე როკის, ფსიქოდელიურის, ფოლკ მუსიკისა და ბალადების ელემენტებს.