ღარიბაშვილი: მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის აშენების შესახებ საუბრობს.
Sputnik
ღარიბაშვილი: მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. კერძოდ, მახათას მთაზე აშენდება სამხედრო ქალაქი, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ, კერძოდ, თუ მათ ღირებულების 60%-ის დაფარვა უწევდათ, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, კერძო კომპანიის ნაცვლად მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 აშშ დოლარი იქნება, მაგრამ სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ.