აუხსნელი მოვლენა: მუზეუმში მეტეორიტს დამცავი გუმბათი თავისით აეხადა

სამხრეთ ურალის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლის განცხადებით, სპეციალისტები მომხდარს ჯერჯერობით ახსნას ვერ უძებნიან.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. დამცავი გუმბათი, რომლის ქვეშაც ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილი მეტეორიტის ნაწილი ინახება, თავისით აიწია და გარკვეული ხნის განმავლობაში ჰაერში რჩებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სამხრეთ ურალის ისტორიულ მუზეუმზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმის სპეციალისტები მომხდარს ახსნას ვერ უძებნიან. 

„ინციდენტი 14 დეკემბერს მოხდა. მოულოდნელად, დღისით, როდესაც მუზეუმში ვიზიტორები იმყოფებოდნენ, გუმბათი, რომლის ქვეშაც ჩელიაბინსკის მეტეორიტის ფრაგმენტი ინახება, თავისით აიწია. ადგილზე დაცვა გამოცხადდა, რომელმაც გუმბათი ადგილზე დააბრუნა. მომხდარს ახსნას ვერ ვუძებნით, მიზეზი გაუგებარია, ვინაიდან ზუსტად ვიცით, რომ ტექნიკურ გაუმართაობას ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადა სააგენტოს მუზეუმის თანამშრომელმა. 

მისი თქმით, გუმბათი არ დაზიანებულა, მეტეორიტი და სხვა ექსპონატებიც ადგილზეა. 

აუხსნელი მოვლენა: მუზეუმში მეტეორიტს დამცავი გუმბათი თავისით აეხადა

ჩელიაბინსკში მსხვილი მეტეორიტი 2013 წლის 15 თებერვალს ჩამოვარდა. მისი ფრაგმენტები იპოვეს ჩებარკულის შემოგარენში, თუმცა ყველაზე დიდი ნატეხი – 600 კგ-ზე მეტი, ტბიდან ამოიღეს. სწორედ ეს ფრაგმენტი ინახება სამხრეთ ურალის ისტორიულ მუზეუმში სპეციალური გუმბათის ქვეშ. მეტეორიტი საგამოფენო დარბაზშია განთავსებული და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.