საშინელი მიწისძვრა ფილიპინებზე – ფოტოები კატასტროფის ადგილიდან

Sputnik

ფილიპინებზე 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დასახლებული პუნქტი მაგსაისაიდან 5 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, დაშავებულია 149 ადამიანი.

კუნძულ მინდანაოს ქალაქ პადადაში ჩამოინგრა სავაჭრო ცენტრის ნაწილი, ასევე დაინგრა საცხოვრებელი სახლები. ეს უკვე მესამე ძლიერი მიწისძვრაა რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

 

1 / 10
ფილიპინებზე კვირას 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
2 / 10
ეპიცენტრი დასახლებული პუნქტი მაგსაისაის სამხრეთ-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში მოხდა
3 / 10
კერა 28,2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა
4 / 10
მსხვერპლის რაოდენობა რვა ადამიანამდე გაიზარდა
5 / 10
149 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა
6 / 10
დაშავებულთა უმეტესობა დავაო დელ სურის პროვინციის მკვიდრია
7 / 10
პროვინციაში, დაახლოებით, 1,5 ათასი შენობა დაზიანდა
8 / 10
ელექტროგადამცემი ხაზების წყვეტის გამო უშუქოდ დარჩა კუნძულის ოთხი ქალაქი
9 / 10
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფილიპინებზე მესამე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
10 / 10
ფილიპინები წყნარი ოკეანის ვულკანური ცეცხლის ბეჭდის მახლობლად მდებარეობს, მიწისძვრები და სხვა სტიქიური უბედურებები რეგიონში საკმაოდ ხშირად ხდება