გახარია: საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ
© Sputnik
„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამ დისკუსიას გავაგრძელებთ“, – ამბობს გიორგი გახარია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისი პროცედურები პარლამენტში უკვე გავლილია და ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.