ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები

სეზამის თესლს ჯერ კიდევ ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ როგორც გემრიელ ცხიმსა და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებას.
Sputnik

ქუნჯუთი, იგივე სეზამი ტროპიკული ერთწლიანი მცენარეა, რომელიც ადამიანს უკვე 3500 წელია მოჰყავს. სეზამის თესლს ჯერ კიდევ ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ როგორც გემრიელ ცხიმსა და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებას. ახალი ერის დასაწყისში ქუნჯუთის კულტურა მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა, სადაც მიიღო სახელწოდება semsem.

შავი მოცხარი და მისი სასარგებლო თვისებები

ქუნჯუთი ბალახეული მცენარეა, მაგრამ პარკიან-ნაყოფიანი ბუჩქივით გამოიყურება. პარკი დამწიფებისას სკდება და იქიდან ჰაეროვანი თესლი გადმოდის. მცენარის ეს განსაკუთრებულობა ზღაპრის გმირ ალი-ბაბას ცნობილ სიტყვებში აისახა: „სეზამ, გაიღე". თესლი მცირე ზომისაა და ბრტყელი. 100 გრამი პროდუქტი დაახლოებით 500 მარცვალს უდრის.

აღმოსავლეთის ქვეყნებში ქუნჯუთის თესლი და მისი ზეთი გამოიყენებოდა საკვების მოსამზადებლად, საპნის მოსახარშად, კოსმეტიკის წარმოებაში და სხვ. ამჟამად ჯანსაღი კვების თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში სეზამს სუპერფუდად – განსაკუთრებულად სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტად მიიჩნევენ.

ქუნჯუთის შემადგენლობა და კალორიულობა

სეზამი 52% ცხიმისგან და 32% მცენარეული ცილისგან შედგება. ის ძალზე კალორიულია – 100 გრამი პროდუქტის კალორიულობა 560 კკალორიაა. დღეში შეიძლება მხოლოდ 1,5 სუფრის კოვზის გამოყენება.

ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია 35 გრამი ქუნჯუთის შემადგენლობა მოზრდილი ადამიანის დღიურ ნორმაზე გადათვლით:

საკვები ნივთიერებაშემცველობა %გავლენა ორგანიზმზე
სპილენძი163%მოქმედებს ჰემოგლობინის, ცილებისა და ფერმენტების წარმოქმნაში
მანგანუმი45%ეხმარება В, С, Е ვიტამინების ათვისებაში, აბრკოლებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას
კალციუმი35%აყალიბებს კბილებისა და ძვლების ქსოვილს, აწესრიგებს გულისა და ნერვული სისტემის მუშაობას
მაგნიუმი32%აუმჯობესებს ფერმენტებისა და სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ამაღლებს იმუნურ ფუნქციებს
ფოსფორი32%ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ამაღლებს ინტელექტუალურ უნარებს
რკინა29%აყალიბებს ერითროციტებს, უზრუნველყოფს გულისა და ნაწლავების სწორ მუშაობას
თუთია25%არეგულირებს იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობას, აჩქარებს უჯრედების დაყოფას
მოლიბდენი24%ხელს უწყობს ვიტამინი С-ს ათვისებას, ქსოვილებიდან გამოაქვს შარდმჟავა
სელენი23%იცავს ვირუსებისგან, ებრძვის კიბოს, რევმატიზმის, მამაკაცთა უნაყოფობის განვითარებას
ვიტამინი В123%უზრუნველყოფს თავის ტვინის, ნერვული სისტემის, კუჭისა და თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას

ამას გარდა, პროდუქტი ორ უნიკალურ ნივთიერებას შეიცავს: სეზამინსა და სეზამოლინს. ეს წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტები ებრძვის ორგანიზმის დაბერების პროცესს, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.