მსოფლიო დღეს

ერდოღანის მუქარა: თურქეთი აშშ-ში ინდიელთა გენოციდს აღიარებს

აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებისა და ხსოვნის აუცილებლობის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სენატის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარების პასუხად თურქეთის პარლამენტს შეუძლია მიიღოს რეზოლუცია ამერიკაში ინდიელთა გენოციდის შესახებ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა. 

აშშ-ის სენატმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - ვიდეო

ხუთშაბათს შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებისა და ხსოვნის აუცილებლობის შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აღნიშნული რეზოლუცია. 

„ჩვენ მილიონზე მეტი დოკუმენტი გავხსენით 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. მობრძანდით, შეისწავლეთ. ჩვენ ვსაუბრობთ დოკუმენტებით ხელში. ჩვენ გვჭირდება, რომ თქვენ წინააღმდეგ ჩვენი პარლამენტის მსგავსი გადაწყვეტილებით გამოვიდეთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. განა შეიძლება დუმილი ინდიელებზე, როცა ამერიკაზე ლაპარაკობ? ეს აშშ-ის ისტორიის სამარცხვინო გვერდია“, — განაცხადა ერდოღანმა ტელეარხ A Haber-ის ეთერში. 

სომხების გენოციდი — ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი.

სომხეთი მსოფლიოსგან გენოციდის აღიარება მოითხოვს, თურქეთი კი უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ 1915 წლის ტრაგედიას არა მარტო სომეხი, არამედ თურქი ხალხიც ემსხვერპლა. თურქეთი მოითხოვს ისტორიკოსთა საერთაშორისო კომისიის შექმნას, რომელიც ქვეყანაში არსებულ საარქივო დოკუმენტებს შეისწავლის და ობიექტურ დასკვნას გამოიტანს.