თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კანადაში 30 წლის ემიგრანტი ქართველი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წარმოშობით თელავიდანაა. მან საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა და უცხოეთში სამუშაოდ წავიდა.
საქართველოს მოქალაქე კანადაში მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ოჯახმა ცხედრის გადმოსასვენებლად ოფიციალურ უწყებებს უკვე მიმართა.