სანიკიძე: ჩვენ იდეალებისთვის ვიბრძვით

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, „გამარჯვებული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე იდეალებზე საუბრობს.
Sputnik
სანიკიძე: ჩვენ იდეალებისთვის ვიბრძვით
„ჩვენი უპირატესობა რაშია, იცით? ჩვენ იდეალებისთვის ვიბრძვით. როდის მიდის ადამიანი შეგნებულად სიკვდილზე? ოთხ ვარიანტში – პირადი ღირსება, ოჯახური ღირსება, ღმერთი და სამშობლო. ოთხივე იდეალებია. ისტორიამ ძალიან ბევრჯერ იცის, რომ გაცილებით უფრო სუსტი ფინანსურად და რიცხოვნებით გამარჯვებული გამოსულა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ სულისკვეთება აქვს, სიმამაცე აქვს და იდეალები აქვს“, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.

პოლიტიკოსის თქმით, ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს აქვთ იდეალები და ის მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ადამიანების გვერდში დადგომაა.