ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი, თავშეყრის ადგილებშიც ვივლი და ჩემს ხალხთან ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მის მიმართ ბოლო დროს გავრცელებულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ მოსახლეობისგან უნდობლობა მას არ უნახავს.
Sputnik
ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი, თავშეყრის ადგილებშიც ვივლი და ჩემს ხალხთან ვიქნები
„მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. ქუჩაში დავდივარ, რეგიონებში გავდივარ და ვხვდები ხალხს უამრავი, ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომია ეს, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს და არა რაღაც კრიტიკები ან ხუთკაციანი გამოსვლები“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ურთიერთობა.