თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თბილისში სამშაბათს, 17 დეკემბერს უპირატესად მზიანი ამინდი იქნება.
დედაქალაქში სამშაბათს ღამით მინიმალური ტემპერატურა +5 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 12 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 08:21 საათზე ამოვა და 17:31 საათზე ჩავა.