ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - ფოტო

სოფელ მატანში მცხოვრებ 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ოჯახის წევრები ორი დღეა ეძებენ. მათი ინფორმაციით, ის სახლიდან 12 დეკემბერს ღამით გავიდა და მას მერე არსად უნახავთ.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

სოფელ მატანში მცხოვრებ 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ოჯახის წევრები ორი დღეა ეძებენ. მათი ინფორმაციით, ის სახლიდან 12 დეკემბერს ღამით გავიდა და მას მერე არსად უნახავთ. ახლობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მას ახლომდებარე მონასტერში იპოვიდნენ, თუმცა არც იქ აღმოჩნდა.

სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.