თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის შემოვლით გზაზე 16 დეკემბერს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდინარე ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა. 16 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზაზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 216-ე კილომეტრიდან (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი).
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.