სამეგრელოდან თბილისისკენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონა დაიძრა - ვიდეო

მმართველი პარტიის მხარდამჭერები თბილისში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად იკრიბებიან
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე  „საქართველოს გზა ევროპისკენ“ დასასწრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

მათი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას საქართველოს მომავალი.

„დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მოგიწვია მხარდამჭერები, არასამუშაო დღეა და შესაბამისად მივდივართ თბილისში, რადგან საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - განაცხადეს მათ.

მმართველი პარტიის მხარდამჭერები თბილისში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად იკრიბებიან.

ნიკა ლატარია