თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდნენ, იუწყება პირველი არხი.
სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს. ტელეარხის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.