გიორგი გახარიამ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური ხულიგნობა უწოდა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები გააკრიტიკა
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები და მათი ადგილი ქუჩის პოლიტიკაშია, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ევაკუაცია პარლამენტში – ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში საეჭვო სითხე დაღვარა >>

ხუთშაბათს უცნაური სუნის გამო პარლამენტის სხდომა შეწყდა და დეპუტატების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ოპოზიცია „ქიმიურ შეტევაში“ დაადანაშაულა. ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს.

„მკვლელი სითხე" - ექსპერტი პარლამენტში დაღვრილი სითხის შესახებ

„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათ ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასობაში საქართველოს შსს-მ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაიწყო გამოძიება ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.