ყვითელი ამბები

ვინ არის ქართველი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს

„მის ინტერკონტინენტალზე“, რომელის ფინალური შოუ ეგვიპტეში 20 დეკემბერს გაიმართება, 22 წლის ქართველი ჟურნალისტი მიემგზავრება
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. 22 წლის ჟურნალისტი, ნინუცა როსტიაშვილი საქართველოს „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს, ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება

სილამაზის კონკურსი ეგვიპტეში ჩატარდება, სადაც ქართველი მოდელი და ჟურნალისტი ნინუცა როსტიაშვილი უკვე გაემგზავრა.

ნინუცა სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ მოდელია, მის ჩაცმულობაზე დიდი ისტორიის მქონე საერთაშორისო კონკურსისთვის ზრუნავს „მარიონელა“, რომელმაც ორი კაბა სწორედ მისთვის შექმნა.

ფინალური შოუ ეგვიპტეში 20 დეკემბერს გაიმართება.