გიორგი პერტაია „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი 2016 წელს გახდა.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებაში.

ჩინეთში 7 დეკემბერს გაიმართა ღონისძიება ფორმატით „ერთი სარტყელი – ერთი გზა", რომელშიც 73 ქვეყნიდან 400 დელეგატი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს-ასოციაციებისა და მთავრობების წარმომადგენლები.

პრემიერი: საქართველო ახალი „აბრეშუმის გზის" ინიციატივაში მონაწილეობით ამაყობს>>

„აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო პალატა 2015 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC), სავაჭრო პალატების მსოფლიო ფედერაციამ (WCF) და „აბრეშუმის გზის“ სავაჭრო პალატებმა დააფუძნეს. პალატა ფოკუსირებულია სტრატეგიაზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა" და წევრი კომპანიების საჭიროებებზე, ქმნის საერთაშორისო, შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ პლატფორმას.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

„აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო პალატის წევრთა რიცხვი ოთხ წელიწადში 2018-მდე გაიზარდა. ის წარმოადგენს მსოფლიოს 82 ქვეყანას. მასში მილიონობით შვილობილი საწარმო შედის.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC-ს წევრი 2016 წელს გახდა.

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივას „ერთი სარტყელი – ერთი გზა. საქართველომ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და უკვე 2015 წელს ჩინურ მხარესთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამჟამად საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.