თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს - რუსეთიდან იანვარი-ნოემბრის პერიოდში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 385,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 24,7%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 7,7%-ით შემცირდა.
ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2019 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილები 13,3%-ით გაიზარდა და 151 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
2019 წლის ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ვალუტის მოცულობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა და 38 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული საერთო თანხის 25,1% რუსეთზე მოდის.
ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავლები დაითვალა>>
რა მოცულობის ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან საზღვარგარეთ
ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 21,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 11,1%-ით აღემატება.
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 212 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1,3%-ით აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.