მსოფლიო დღეს

Brexit-ი გარდაუვალია - ბრიტანეთის არჩევნებში კონსერვატული პარტია იმარჯვებს

დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება Brexit-თან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანელი კონსერვატორები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ამ დროისათვის ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას იღებენ. 

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა. 

დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით შეიქმნა. კონსერვატული პარტია ცდილობს, Brexit-ი 31 იანვარს განახორციელოს, ლიბერალ-დემოკრატები ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას უჭერენ მხარს, ლეიბორისტული პარტია კი ახალი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. 

დილის 05:05 საათისთვის (თბილისის დროით 09:05 სთ) კონსერვატორებს პარლამენტში 650 ადგილიდან 327 ადგილი ჰქონდათ მოპოვებული, ლეიბორისტებს კი 195.

ეგზიტპოლების თანახმად, საბოლოოდ კონსერვატორები 368 ადგილს მიიღებენ, ლეიბორისტები — 191-ს, ხოლო მესამე ადგილზე შოტლანდიის ნაციონალური პარტია გავა 55 მანდატით. 

თუ პროგნოზები გამართლდება, ბორის ჯონსონს შეიძლება ყველაზე წარმატებული პრემიერი ეწოდოს 1980-იანი წლების, ანუ მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის შემდეგ, რომელიც ჯონსონის მასწავლებელი და პოლიტიკური კერპი გახლდათ.