თბილისის აეროპორტში კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქრო იპოვეს

სამართალდამცველებმა კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო ღირებულება 180 ათასი ლარია, საქართველოს მოქალაქის ბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის აეროპორტში მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

სამართალდამცველებმა 1,2 კგ–ზე მეტი წონის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.