კალაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებაზე საუბრობს
Sputnik
კალაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა
„ჩვენთვის მთავარი არის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებული იქნა, ბევრი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათგან ვინც დამტკიცდა, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარი არის გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის რომ, იყო ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი, ერთი ადამიანი მართავდა სასამართლოს, პარლამენტს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს.