რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯერ ორ ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ - ბეტონის ჯებირს.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რუსთავში მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახეთში მომხდარ ავარიას პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა

სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯერ ორ ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ - ბეტონის ჯებირს.

შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, მეორე ქვეითი კი ქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებულია თავად მძღოლიც, რომელიც კლინიკა „რუსთავში“ იმყოფება.