ყვითელი ამბები

ქეთა თოფურია საახალწლოდ ემზადება – მომღერლის სახლის ინტერიერი გაგაოცებთ

ცნობილ ქართველ შემსრულებელს მოსკოვში ორი ფეშენებელური სახლი აქვს. რუსული პრესა ქეთას სახლის ინტერიერს ხშირად აშუქებს და განიხილავს. მისი ოთახების დიზაინერი ქართველი ლეილა ქავთარაძეა. ნახეთ, როგორ მორთო მისაღები ოთახი სუპერ-ვარსკვლავმა...
Sputnik

გასტროლებიდან დაბრუნებული მომღერალი დროს შვილთან ოლივიასთან ერთად ატარებს. ახალი წლის მოახლოება ფუსფუსსა და ამაღლებულ განწყობასთანაა დაკავშირებული. ქეთამ და მისმა ქალიშვილმა ულამაზესი სახლის უფრო მეტად გალამაზება გადაწყვიტეს. მინიმალური მორთულობა ოთახს მეტ ორიგინალურობას ჰმატებს. წითელი, ნაცრისფერი და თეთრი საახალწლო სათამაშოებით მორთული ფანჯრები ზღაპრულ ეფექტს ქმნის. როგორც ჩანს, ამ ოთახიდან ქეთას ერთადერთი ქალიშვილი აღარ გამოდის. ახალბედა დედა მხიარულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც პატარა ოლივია ანტიკვარულ კასრში ზის და მოციმციმე თვალებით დედის ობიექტივს უყურებს.

ცნობილია, რომ ქეთას მოსკოვში, მათ შორის ქალაქის ცენტრში ორი ბინა აქვს. პირველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრების დროს ჰქონდა შეძენილი, მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, ამ სახლში ქეთას განმარტოება სურს. ინტერიერში ძველი შტრიხებია დამატებული. ხოლო ახალი სახლი ნათელი, დიდი და მეტად თანამედროვეა. აქ ქალიშვილთან ერთად ხშირად ნებივრობს და ნამდვილად შესაშური დიზაინი გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ორივე საცხოვრებლის დიზაინერ-არქიტექტორი ლეილა ქავთარაძეა. მიუხედავად ამისა სახლების დიზაინი ისე განსხვავდება, თითქოს დიზაინზე ორმა სხვადასხვა ადამიანმა იმუშავა.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს განიხილავს. მომღერალს ერთი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს. პატარა გოგონას გაზრდაში ქეთას დედა ეხმარება.

ახალი წელი ახალ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ოლივია დედას გასტროლების დასრულებას ხშირად ელოდება. როგორც ქეთას „სთორებით“ ირკვევა, დედა-შვილი საუკეთესო დროს ერთად ატარებს. უახლეს ფოტოზე ქალიშვილი ოლივია დედის სახლში ყოფნით ძალიან ბედნიერია და ემოციებს ვერ მალავს.