თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველი გოგო დაიკარგა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამ გოგონას თუ სადმე შეხვდებით იქნებ დაგვიკავშირდეთ, ნეაპოლის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ მის შესახებ (ცუდადაა და სახლის პოვნა გაუჭირდება). სახელი თეა“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.