ევაკუაცია პარლამენტში – ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში საეჭვო სითხე დაღვარა

პარლამენტში შეწყდა პლენარული სხდომა, რომლის დროსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა სასწრაფო წესით დატოვეს სხდომათა დარბაზი, სადაც ოპოზიციონერებმა რაღაც უცნაური სითხე დაღვარეს, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ.

„ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა გააკეთეს", – აღნიშნა ქანთარიამ.

ხმაურიანი აქცია და დაკავებები: ეპიცენტრი - საქართველოს პარლამენტი>>

როგორც ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, არის ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც დაასხეს სითხე.

პარლამენტთან დაკავებულთა რიცხვი იზრდება

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამჟამად მომხდარის დეტალებს არკვევენ. ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები გამოცხადდნენ.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, შენობაში მძაფრი სუნი დადგა. სოფო კილაძის („ქართული ოცნება") განცხადებით, მისი კოლეგა ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა.

პლენარული სხდომა, რომლის დროსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა გაიმართოს, შეწყდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ის.