დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 დეკემბერი

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
Sputnik

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ნუ გექნებათ იოლი წარმატებებისა და სწრაფი გამარჯვებების იმედი. საჭირო შედეგების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ზოგიერთი თქვენგანი მიხვდება, რომ ბევრი რამის სწავლა სჭირდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება სამუშაოსა თუ ბიზნესთან დაკავშირებით აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

მრავალფეროვანი დღე იქნება. შესაძლებელია ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება სხვებისთვის, რაც გაგახარებთ. გადაწყდება ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი, გაირკვევა სამომავლო გეგმები. მზად ხართ მტკიცე მოქმედებებისთვის. ურთიერთობები, რომლებიც დაძაბულად წარიმართა, უკეთესობისკენ შეიცვლება. ამაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. ეცადეთ, გადაჭარბებით არ შეაფასოთ საკუთარი ძალები. დასვენება ყველას და მათ შორის, თქვენც გჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

შეიძლება რთულ და სარისკო პროექტებთან შეჭიდება, ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან. არ გაშინებთ სირთულეები, მიზანსწრაფულობა საკმარისია დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. შესაძლებელია თანხის მიღება და რამის ყიდვა. ზოგიერთი თქვენგანი საკუთარ თავში სამეწარმეო უნატრებს აღმოაჩენს. კარგი დღეა გარიგებების დასადებად. შეიძლება გაჩნდეს საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებული გეგმები.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა. არ უშინდებით სირთულეებს და უკან არ იხევთ დაბრკოლებების წინაშე. ამიტომ აღწევთ დასახულ მიზნებს. გამოგადგებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ყური უგდეთ საკუთარ ჯანსაღ აზრს და არა გარშემომყოფების უამრავ რჩევას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არის შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გატაცებებსა და ინტერესებს იზიარებენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ცუდი დღე არ გელოდებათ. სერიოზულად მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს - ეს საშუალებას მოგცემთ, რომ საჭირო შედეგებს ძალიან სწრაფად მიაღწიოთ. შეგიძლიათ მიხედოთ დოკუმენტების გაფორმებას, ანგარიშების შედგენას. ხართ ძალზე ყურადღებიანი და არაფერი გეპარებათ მხედველობიდან. კარგი დღეა სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის. ჰარმონიულად აეწყობა პირადი ურთიერთობებიც.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ფინანსების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია თანხის მიღება. არ არის გამორიცხული, რომ ძველი ვალი დაგიბრუნონ ან რამე ადრე გაკეთებული საქმისთვის ანაზღაურება მიიღოთ. თქვენს დამსახურებებს აღიარებენ. ბევრი შეიცვლის თავის მოსაზრებას და ახლა სათანადოდ დაგაფასებთ. შესაძლებელია საოცარი შეხვედრები. ამან, შესაძლოა, თქვენს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

არცთუ მარტივი და დასამახსოვრებელი დღეა. ისწრაფვით ახალი შთაბეჭდილებებისკენ, მძაფრი შეგრძნებებისკენ და ხანდახან საერთოდ გავიწყდებათ ჯანსაღი აზრი. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც დაგიცავთ მცდარი ნაბიჯებისგან. ინტუიცია გიკარნახებთ, რომელ რჩევას უნდა მოუსმინოთ და რომელს - არა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, ამის გამო, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის მეორე ნახევარში.

ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

არცთუ ხელსაყრელი დღეა. ის უფრო დასვენებისთვის არის კარგი, ვიდრე მუშაობისთვის. თუ ვერ ახერხებთ საქმეების სამომავლოდ გადადებას, ეცადეთ მაინც, რომ ძალიან არ დაიღალოთ და არ განერვიულდეთ, თუ საქმე ისე არ მიდის, როგორც გინდათ. განწყობა ცვალებადი გაქვთ. ხანდახან თავად ვერ ხვდებით, რატომ ღიზიანდებით, ბრაზობთ. გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობები უჭირთ. განცდებისგან ყურადღების გადატანაში სწავლა ან რამე საინტერესო საქმეები დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

საკმაოდ რთული დღეა. გაჩენილი პრობლემები არც ისე სერიოზულია, მაგრამ ისინი გულთან ახლოს მიგაქვთ. ნებისმიერი უსიამოვნება კალაპოტიდან გაგდებთ. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ. თუ ასე არ მოიქცევით, კონფლიქტების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა. ფულის ტყუილუბრალოდ დაკარგვით რისკავთ. ასევე კარგად დაფიქრდით გარიგებების დადებასთან დაკავშირებით, იფრთხილეთ, რომ ვინმემ საკუთარი ინტერესებისთვის თქვენით არ ისარგებლოს.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სწორედ ეს გჭირდებათ წარმატებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო და ოჯახური პრობლემები, პირადი და საქმიანი ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ. სანამ ვინმეს საკუთარ გეგმებს გაანდოთ, კარგად დაფიქრდით, გაქვთ თუ არა საფუძველი, რომ ამ ადამიანს ენდოთ. სამწუხაროდ, დღეს, შესაძლოა, სხვისი ეშმაკობის გამო დაზარალდეთ. არ გადაიღალოთ. მართალია, ენერგიული ხართ, მაგრამ მარაგი ამოუწურავი არ არის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ, სერიოზული ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე. შესაძლოა, ისეთ რამეს შეჰპირდეთ ვინმეს, რომ შემდეგ შესრულება გაგიჭირდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიან ურთიერთობებში. ეცადეთ, სანდო ადამიანის რეპუტაცია შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია, რომ საინტერესო წინადადებები მიიღოთ. კარგად დაფიქრდით, სანამ თანხმობას განაცხადებთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ხელსაყრელი დღეა მუშაობისა და სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად. ხართ სერიოზულად განწყობილი, მზად, რომ დრო და ენერგია დახარჯოთ იდეალური შედეგის მისაღწევად. შესაძლოა, საქმეები დაყოვნდეს, მაგრამ ეს არ გაგანერვიულებთ, შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. გექნებათ შანსი, რომ მოინახულოთ რამე საინტერესო ადგილი, ან დაესწროთ ღონისძიებას, სადაც შესაძლებელია სასარგებლო ნაცნობობ. საღამოს მოერიდეთ გადაღლას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება