სასტიკად მოკლული 86 წლის მამაკაცი: სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 26 წლის და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 41 წლის მამაკაცები დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წალკის რაიონში ასაკოვანი მამაკაცი წამებით მოკლეს

შემთხვევა სოფელ არწივანში გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 86 წლის მამაკაცს ორი ბოროტმოქმედი ყაჩაღურად დაესხა თავს და ფული მოსთხოვეს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მსხვერპლს ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში. ასაკოვანი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 26 წლის ახალგაზრდა და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი დააკავეს.

26 წლის ახალგაზრდას ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედება, 41 წლის მამაკაცს კი განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლისა და 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.