შემთხვევა პარლამენტში: სხდომათა დარბაზში კრიმინალისტები მუშაობენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ხუთშაბათს სასწრაფოდ დატოვეს სხდომათა დარბაზი, ვინაიდან იქ უცნაური სითხე დაიქცა. მომხდარში დეპუტატების ნაწილი ბრალს დებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
Sputnik

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მომხდარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადანაშაულებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სითხე ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაღვარეს, რომლებიც წარმოადგენენ მოძრაობას „ევროპული საქართველო“.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ირკვევა მომხდარის დეტალები. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, შენობაში გავრცელდა სუნი. დეპუტატი სოფო კილაძის თქმით, მისი კოლეგა ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. დეპუტატი გია გაჩეჩილაძე მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.