საბურთალოზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სავარაუდოდ, სპეციალური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებებეი, რომლის დროსაც ერთი პირი დააკავეს, ნარკოტიკებს უკავშირდება.
Sputnik

თბილისი,11 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, სპეცოპერაცია ნარკოტიკებს უკავშირდება. დაკავებულია ერთი პირი, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მომქედებები, მათ შორის დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკა. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი იმყოფება, შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაძვრული.

სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.