თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გაითვალისწინეს, რომ 30 დეკემბერი სამუშაო დღეა, ამიტომ სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 31 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს უწყების პრეს-სამსახურში.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2020 წელს 15 იანვრიდან გაგრძელდება, თუმცა საბავშვო ბაღების პერსონალი თბილისში მუშაობას 3 იანვრიდან შეუდგება.
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქ არდადეგები 30 დეკემბერს იწყება და ასევე 14 იანვრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება.
თბილისში 181 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვი დადის.
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აქედან 2086 სახელმწიფო სკოლაა, ხოლო 227 – კერძო. საქართველოს სკოლებში დაახლოებით 593 ათასი მოსწავლე სწავლობს.