მასმედია: აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს დაჭრილი მწყემსი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საავადმყოფოში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მოქალაქე აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს დაჭრეს.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ინციდენტი 6 დეკემბერს მოხდა, მაგრამ ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა.

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანთან ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის წინააღმდეგია

მომხდარის დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ. დაშავებული ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საავადმყოფოში იმყოფება.

„პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები", – განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, სოფელ იორმუღანლოსთან დაჭრეს. როგორც ტელეარხ „რუსთავი2"-თან მღვდელმსახურმა ზაზა ტატუნაშვილმა განაცხადა, რომელიც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მსახურობს, მწყემსსა და მესაზღვრეს შორის კონფლიქტი მოხდა, რომლის დროსაც მესაზღვრემ რამდენჯერმე გაისროლა.