მარჯანიშვილზე ორი ადამიანი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოები
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.