საქართველოში 9 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურეს, რომლის საერთო ღირებულება „შავ ბაზარზე" 9 მლნ ლარია, ნათქვამია შსს-ს პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში 60 ათასი ადამიანი ინექციურ ნარკოტიკებს მოიხმარს

ნარკოტიკები სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

ნარკოტიკულ საშუალებებს შორის იყო 3 ათას აბზე მეტი „სუბუტექსი", 302 გრამი „ჰეროინი", 14 კაფსულა და 205 აბი „ტრამადოლი", 327 კილოგრამი კანაფი, 13 კილოგრამი მარიხუანა, 16 კილოგრამი კანაფის ფისი, 7 კილოგრამი და 1150 აბი „კოდეინი", 204 კაფსულა „მეტადონი" და 287 აბი MDMA.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკები გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.