ნეიტრალური დროშის ქვეშ: რუსეთი 4 წლით ჩამოაშორეს შეჯიბრებებს

რუსეთს ოთხი წლით შეუზღუდეს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში არ გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატები.
Sputnik

გადაწყვეტილება მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ მიიღო. WADA უახლოეს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე მხოლოდ „სუფთა“ რუს ათლეტებს დაუშვებს, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიზირებულად მიიჩნევს. რა რეაქცია ჰქონდა მოსკოვს მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოზე და რა მოხდება ევრო-2020-ზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში – იხილეთ ვიდეოში.