საპასუხო რეაქცია: რატომ აყალიბებს რუსეთი ყირიმში ახალ პოლკს

სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო მიიჩნევს, რომ ნატო, რომლის ჯარების განთავსებაც ყირიმში შეუძლებელია, „ხელიდან გაშვებული სარგებლის“ კომპენსირებას ცდილობს
Sputnik

ალექსანდრ ხროლენკო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მცდელობა, შავი ზღვის რეგიონში ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, კანონზომიერად იწვევს საპასუხო რეაქციას. რუსეთი თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ პოზიციებს სამხრეთ-დასავლეთ სტრატეგიული მიმართულებით — ზრდის შავი ზღვის ფლოტის ძალებსა და შესაძლებლობებს, ქმნის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს და განათავსებს ყირიმში საჰაერო-სადესანტო ჯარების ახალ პოლკს.

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი სერდიუკოვმა 9 დეკემბერს ფედერაციის საბჭოში განაცხადა, რომ 2020 წელს მესამე სადესანტო-მოიერიშე პოლკი ჩამოყალიბდება, რომელშიც შვიდი გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზია შევა. ამ შენაერთის ორი პოლკი დღეისათვის ნოვოროსიისკშია ბაზირებული, ხოლო ცალკე 171-ე სადესანტე-მოიერიშე ბატალიონი — ფეოდოსიაში. ახალი პოლკი კი ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსდება და გეგმიურ საბრძოლო მომზადებას 2021 წელს შეუდგება.

ეს ადეკვატური და თანამედროვე ზომაა. ნატოც ხომ ზრდის თავის ყოფნას შავ ზღვაში და ცდილობს, გამოიყენოს ბლოკის არაწევრი, შავიზღვისპირა ქვეყნები სამხედრო დაზვერვის გასაფართოებლად და თავისი გემებისთვის დროებით პორტებად. ამ ფონზე უკრაინა აზოვის ზღვაში აყალიბებს საზღვაო ძალების ახალ დივიზიონს და იმავდროულად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრაზე გააქვს რეზოლუცია „ყირიმის მილიტარიზაციის შესახებ“. 

საპასუხო რეაქცია: რატომ აყალიბებს რუსეთი ყირიმში ახალ პოლკს

ყირიმში ყალიბდება არა უბრალოდ ახალი პოლკი. ეს უმაღლესი მთავარსარდლის რეზერვის ნაწილია. საჰაერო-სადესანტო ჯარები უშუალოდ სამხედრო ძალების გენერალური შტაბის მეთაურს ექვემდებარება. მე-7 გვარდიული  სადესანტო-მოიერიშე დივიზია ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიანად მიიჩნევა რუსეთში. მის შეიარაღებაშია დესანტირების თანამედროვე საშუალებები, არტილერიის თვითმავალი დანადგარები АСУ-85 და Спрут-СД, 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცები Д-30, ჯავშანტრანსპორტიორები და დესანტის საბრძოლო მანქანები. რუსული დივიზიის შემადგენლობაში შედის 12-დან 24 ათასამდე სამხედრო. ასე რომ, ყირიმი ახალი პოლკით დამატებით მიიღებს რამდენიმე ათას საიმედო, პროფესიონალ დამცველს.

თითოეული პოლკსა თუ ბატალიონს შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს როგორც შენაერთის შემადგენლობაში, ისე დამოუკიდებლად. მედესანტეებს აქვთ უნარი, ოპერატიულად მიაღწიონ მოშორებულ რაიონებს, მიიტანონ მოულოდნელი შეტევა, აწარმოონ წარმატებული ბრძოლა.

ივლისის პირველ ნახევარში ამერიკულ-უკრაინული სამხედრო სწავლება Sea Breeze 2019 გაიმართა, რომელშიც 19 ქვეყანა, 32 საზღვაო ხომალდი, 24 თვითმფრინავი და 900 საზღვაო ქვეითი  მონაწილეობდა. უკვე 11 ივლისს კი ამას რუსეთის პასუხი მოჰყვა: ფეოდოსიაში 9 წუთში გადასხდა იარაღითა და ტექნიკით აღჭურვილი დესანტი 2500 სამხედროს შემადგენლობით. „ცისფერი ბერეტები“ მაშინვე ჩაერთვნენ ბრძოლაში და რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უბრალოდ გვერდზე გაწია Sea Breeze 2019 თავისი ბევრად მასშტაბური მანევრებით, რომლებშიც ჩართული იყო გემები, ავიაცია, გემსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები.

საპასუხო რეაქცია: რატომ აყალიბებს რუსეთი ყირიმში ახალ პოლკს

„რუსული საფრთხის“ საფარველით აშშ და ნატო მანამდე უნახავ მილიტარიზაციას ახორციელებენ შავი ზღვის რეგიონში. იზრდება მაშტაბური სამხედრო სწავლებების რაოდენობა, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინისა და საქართველოს  ტერიტორიების ათვისებისკენ მიმართავს. ნატოს საზღვაო-სამხედრო ძალები გაძლიერებულად პატრულირებს საზღვაო აკვატორიაში. ბულგარეთსა და რუმინეთში იქმნება ინფრასტრუქტურა და მატერიალური საშუალებების მარაგები, მოწინავე საკოორდინაციო ცენტრები ბლოკის ძალების მიღებისა და განთავსებისთვის. შენდება და მოდერნიზდება აშშ-ის რაკეტსაწინააღმედგო თავდაცვის ობიექტები, რომლებიც სინამდვილეში რუსეთის ბირთვული ფარის წინააღმდეგაა მიმართული.

უკრაინის ტერიტორიაზე დე-იურე დროებით, დე-ფაქტო კი მუდმივად არის ბაზირებული ნატოს მრავალეროვანი ჯარების დაჯგუფება. ბრიტანელი, კანადელი, პოლონელი და ბალტიისპირელი ინსტრუქტორები წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამშენებლო ბატალიონის მონაწილეობით აიგო უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიული ცენტრი ოჩაკოვოში, რომლის გამოყენებაც თავად ამერიკელებს შეუძლიათ — ამაში ხელს არაფერი უშლით.  

რეგიონში გრძელდება ნატოს სამხედრო დაზვერვის ყველა სახეობის აქტივიზაცია. შავი ზღვის აკვატორიაში სისტემატურად პატრულირებს ამერიკული თვითმფრინავები Boeing Р-8А Poseidon-ი. უკრაინის საჰაერო სივრცეს მჭიდროს აკონტროლებენ ამერიკული დრონები RQ-4B და თვითმფრინავები Е-ЗА Sentry. 

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბულგარეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეების დაცვის მიზნით, 2017 წლის 1 მაისიდან უფროსი პარტნიორები სულ უფრო მეტ გამანადგურებლებს რთავენ საქმეში. პენტაგონის ხელმძღვანელობით, რუმინეთი აპირებს აღადგინოს მიხალ კოგელნიჩანუს სახელობის სამხედრო ბაზა, რათა ნატოს ყველა სტანდარტის დაცვით, მიიღოს და მოემსახუროს ბირთვული იარაღით აღჭურვილ ამერიკულ გამანადგურებლებს. იქვე იგეგმება ალიანსის 10 ათასამდე სამხედროს განთავსება.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთსა და რუმინეთში უკვე 2018 წლის გაზაფხულისთვის იყო განთავსებული აშშ-ისა და პოლონეთის ჯარები, მათ შორის, 30-მდე ტანკი, 50-ზე მეტი საბრძოლო ჯავშანმანქანა და 1500 სამხედრო.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნატო, რომლის ჯარების განთავსებაც ყირიმში შეუძლებელია, „ხელიდან გაშვებული სარგებლის“ კომპენსირებას ცდილობს და შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მოსახერხებელი პლაცდარმის შექმნას აპირებს კოალიციური არმიისთვის.

ვაშინგტონის ასეთი სტრატეგია აიძულებს რუსეთს, გამუდმებით იმუშაოს შეიარაღების ახალი სისტემების შექმნაზე და ასევე შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და სტრუქტურის სრულყოფაზე — მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისა და მისი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.