ყვითელი ამბები

„სექსი ქორწინებამდე მქონდა“ – ნუკი კოშკელიშვილი პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალს ასაჯაროებს

სკანდალურმა ნუკი კოშკელიშვილმა მორიგი ეპატაჟური განცხადება გამოაქვეყნა. მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლებს გულახდილად უპასუხა. პასუხის დეტალები გაგაოცებთ. პირადი ცხოვრების რა ნიუანსებს აღწერს დაწვრილებით მსახიობი?
Sputnik

ამერიკაში საცხოვრებლად გადასული მსახიობი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების გაოცებას არც ოკეანის გაღმიდან წყვეტს. თავდაპირველად მსახიობის თამამ ნაბიჯებს გულგრილად ხვდებოდნენ, დაოჯახების შემდეგ კი რამდენიმე პრობლემის ირგვლივ ნუკიმ უამრავი ემიგრანტი და საქართველოს მოქალაქე გააერთიანა. მისი გულახდილი პასუხები ინტიმურ თემებზე ბევრს მოსწონს. შესაბამისად, მსახიობს სოციალურ ქსელ Instagram-ზე 198 ათასამდე მიმდევარი ჰყავს. ნუკი მოდელობის პარალელურად „ინფლუენსერი“ გახდა. ბრენდული კომპანიების სახე თბილისის სტუმრობისას ფოტოსესიებში მონაწილეობას აქტიურად აგრძელებს. ამაში უმცროსი და – ბუნუ კოშკელიშვილიც ჩაითრია. თინეიჯერი გოგონა თბილისის მოდის კვირეულის პოდიუმებზე რამდენიმე დიზაინერის სამოსით გამოვიდა. ნუკი მისით შორიდან ამაყობს, ახლოს მყოფი ფანები კი თვლიან, რომ გოგონა პოპულარულ დას ძალიან ჰგავს და მის არყოფნაში ნუკის ადგილს იკავებს.

სითამამით გამორჩეულმა მსახიობმა მორიგი შოკისმომგვრელი განცხადება გაასაჯაროვა. ის პირად ცხოვრებაზე ხშირად და ფაქტობრივად ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს. რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ემიგრანტმა მსახიობმა საინტერესო კითხვებს უპასუხა. სოციალურ ქსელში ჩატარებულმა გამოკითხვამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „შეყვარებულ წყვილს სექსი ქორწილამდე უნდა ჰქონდეს?“ – ანონიმურდ იკითხა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ნუკიმ „ფოლოვერს“ გულწრფელად უპასუხა და ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალი დაუმატა - „არ ვიცი, თავად უნდა გადაწყვიტონ. მე ქორწინებამდე სექსი მქონდა, მაგრამ აბა რა ვიცი, როგორ ჯობს... ჩემი „პროგრესული“ ხედვის მოუხედავად, ხიბლს იმაში ვხედავ, რომ მხოლოდ ერთი მამაკაცი გყავდეს და ის იყოს პირველიც და უკანასკნელიც!“

ტელეწამყვანი ამერიკაში დაოჯახდა და ერთი ვაჟი შეეძინა. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებდა. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების გარშემო გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ. მსახიობი სასურველ შედეგამდე დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და წონაში საგრძნობლად დაიკლო. ამის შესახებ ბევრი სასიხარულო პოსტი გამოაქვეყნა.