მსოფლიო დღეს

„ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრაზე ლიდერებმა მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს

„ნორმანდიულ შეხვედრაზე“ გადაწყდა, რომ შტაინმაიერის ფორმულა უკრაინის კანონმდებლობაში იქნება ინტეგრირებული, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კი წლის ბოლომდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. „ნორმანდიული ფორმატის“ ლიდერებმა პარიზის სამიტზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„ნორმანდიული“ სამიტი შედგა: რაზე წავა ახლა ზელენსკი?

პარიზის „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

კერძოდ, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი წლის ბოლომდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, მასში შესულია სამი ახალი პუნქტი დონბასში დაშორიშორების შესახებ, სადაც ძალებს მარტის ბოლოსთვის დააშორებენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე საუბარია დონბასში ახალი გამშვები პუნქტების გახსნაზე.

გეგმის მიხედვით, შტაინმაიერის ფორმულა უკრაინის კანონმდებლობაში იქნება ინტეგრირებული, ხოლო დონბასის განსაკუთრებული სტატუსი მუდმივ საფუძველზე ამოქმედდება.

პრესკონფერენციისას მაკრონმა განაცხადა, რომ შემდეგი მოლაპარაკებები მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში გაიმართება.