ნიკა მელია: ოპოზიცია ერთიანი იქამდე იქნება, სანამ...

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია საუბრობს, თუ სადამდე იქნება ოპოზიცია ერთიანი.
Sputnik
ნიკა მელია: ოპოზიცია ერთიანი იქამდე იქნება, სანამ...
„იქნება ოპოზიცია ერთიანი იქამდე, სანამ ხელისუფლებას არ ვაიძულებთ მიტაცებული პირობა დააბრუნოს უკან. სანამ ამას არ გააკეთებს, ბუნებრივია, გაგრძელდება სხვადასხვა სახის, ფორმის და შინაარსის აქციები და დემონსტრაციები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

დეპუტატის განცხადებით, აქციები გაგრძელდება სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.