ემა უოტსონმა Balenciaga-ს კაბა მოირგო

ჰოლივუდის დახვეწილმა ვარსკვლავმა Balenciaga-ს შავი კაბა ახალი ფილმის „პატარა ქალები“ პრემიერაზე მოირგო
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ახალი თაობის ერთ-ერთმა ყველაზე დახვეწილმა მსახიობმა ემა უოტსონმა Balenciaga-ს კაბა მოირგო, ამის შესახებ ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ თავის Instagram-გვერდზე დაწერა.

დემნა გვასალია: „ზემფირა – ჩემი პირველი სიყვარულია“ >>

ორშაბათს მსახიობი დაესწრო ახალი ისტორიული დრამის Little Women (პატარა ქალები) პრემიერას, რომელიც მანჰეტენზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. საღამოსთვის ემამ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შავი კაბა აირჩია.

მაგრამ ემა უოტსონი არ იქნებოდა ემა უოტსონი, რომ „ლუქში“ საკუთარი შტრიხი არ შეეტანა. მსახიობმა კაბის ბოლო აწია და ზამშის შავი ჩექმა-წინდა გამოაჩინა, ასევე ზღვის ნიჟარის ფორმის პატარა შავი კლატჩი დაამატა.

„დედოფალია!“ - ლაგერფელდის მუზა ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა
მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ფრანგულ კომპანია Kering-ის კუთვნილებაა.

დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა.

გვასალიას პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ხოლო თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება. დემნა გვასალიას მოდელები უკვე მოირგეს ცნობილმა სახეებმა რიანამ, სელინ დიონმა, კანიე უესტმა, კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.