ყვითელი ამბები

კურიოზი, რომელიც ლელა წურწუმიას, ეკა კახიანს და მაია ჯაბუას აბანოში შეემთხვათ – ვიდეო

მომღერალი ლელა წურწუმია „მთავარი არხის“ შუადღის გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც გაიხსენა კურიოზი, რომელიც ცნობილი მომღერალი მეგობრების საახალწლო ტრადიციას უკავშირდება.
Sputnik

ლელა წურწუმია მოყვა ისტორია, რომელიც ეკა კახიანთან და მაია ჯაბუასთან ერთად შეემთხვა გულოს აბანოში. მისი თქმით, წინასაახალწლოდ მომღერლებს აბანოში წასვლა ტრადიციად უკვე ცხრა წელია აქვთ, ერთ-ერთ მორიგ ვიზიტზე კი მექისემ მათგან მხოლოდ ლელა იცნო და ამის პასუხად მაია ჯაბუა გაეხუმრა, რომ მომავალ წელს ისინი აბანოში საკონცერტო ტანისამოსით მივიდოდნენ.