მსოფლიო დღეს

ბაქოში დიდი ხანძარია: იწვის სამშენებლო მასალების ბაზარი – ვიდეო

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაშავდა. ექიმები მას ადგილზე დაეხმარნენ, საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ბაქოში მდებარე სამშენებლო მასალების დიდ ბაზარში Eurohome ხანძარი გაჩნდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

ცეცხლი ბაზარში დილით ადრე გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ ბაზრის სხვა სავაჭრო წერტილებზე გავრცელდა.

ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაშავდა. მედიკოსებმა მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.