ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 დეკემბერს

თბილისში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +1 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 12 დეკემბერს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:18 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +1 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.