პუტინი: WADA-ს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
Sputnik

მანამდე ორგანიზაციამ ერთხმად გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება, ხოლო რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს სტატუსი ჩამოართვა. რუსი სპორტსმენები ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში. დაიშვებიან მხოლოდ „სუფთა“ სპორტსმენები, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ.