მსოფლიო დღეს

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? – საფრანგეთის ციხეში 30 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას ცხედრის ჩამოსვენებაში დახმარებას სთხოვს. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ნიკა ქირია გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა ქალაქ ტულუზის საპყრობილეში გუშინ მოხდა.

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? – საფრანგეთის ციხეში 30 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

როგორც გარდაცვლილის დედამ ფატიმა ლაგვილავამ „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტთან განაცხადა, ოჯახს გუშინ, ღამით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

„ჩემი შვილი საფრანგეთში სამუშაოდ იყო წასული. ხუთი თვეა, რაც ციხეშია და მალე გათავისუფლებას ელოდებოდა. წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თავი ჩამოუხრჩვია“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას ცხედრის ჩამოსვენებაში დახმარებას სთხოვს.

ჯერჯერობით მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნიკა ლატარია