უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში დაიწყება ძალებისა და საბრძოლო საშუალებების დაშორიშორება. „ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებები თითქმის ხუთ-ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქედან საათ-ნახევარი ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრისთვის იყო გამოყოფილი. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. პუტინი ურთიერთობებში დათბობაზე ალაპარაკდა.