რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით – ვიდეო

ქართველმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ არის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემა პროპორციულზე უკეთესი.
Sputnik

საქართველო აუცილებლად უნდა გადავიდეს საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებით უნდა დააკომპლექტოს. ამის შესახებ მეცნიერებათა დოქტორმა, ჟურნალისტმა გუბაზ მეგრელიძემ მრგვალ მაგიდაზე ისაუბრა, რომლის სახელწოდებაც იყო „პოლიტიკური ვითარება საქართველოში — როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან“.

„ჩვენ გვსურს სახელმწიფოებრივი ხედვის გზის ფორმირება და მხარს ვუჭერთ „პიროვნებებისგან შემდგარ პარლამენტს“, როგორიც არის, მაგალითად, აშშ-ში, რათა ადამიანმა იცოდეს, ვის ირჩევს. როცა პროპორციული სისტემით აკეთებ არჩევანს, გაუგებარია ვინ ვინ არის. პარლამენტში ბევრი უცნობი სახე იკრიბება და შედეგად ვიღებთ ჩხუბსა და ცემა-ტყეპას“, — მიაჩნია მეგრელიძეს.

ამ მოსაზრებას ეთანხმება გელათის აკადემიის აკადემიკოსი, პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილიც.

„თუ ჩვენ პროპორციული სისტემის წავალთ, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შეიძლება მივიღოთ პარლამენტი, რომლის დეპუტატთა 90% იქნება თბილისის, ვაკისა და სხვა ცენტრალური უბნების მცხოვრები“, — განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

საქართველოში საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა. 14 ნოემბრის შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციები პრაქტიკულად  ყოველდღიურად იმართება. ოპოზიცია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების  ჩავარდნის შემდეგ გაერთიანდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებდა.

დღეისათვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს. არსებული კონსტიტუციით, 77 მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, ხოლო 73 — კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ხმათა უმეტესობა აქვთ მიღებული თავიანთ ერთმანდატიან ოლქებში. კანონის თანახმად, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე სრულად 2024 წელს გადავა.