სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის „ევრონესტის“ მნიშვნელობა განმარტა

თბილისში პირველად იმართება „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სესია. დელეგატების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ჩატარების დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა, იუწყება პირველი არხი.

„ევრონესტი“ – ეს არის პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.

თბილისში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება >>

„ევრონესტი“ პირველად ტარდება საქართველოში, რის გამოც დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. პლენარული სესიის იმ დროს ჩატარება, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ პარტნიორობის 10 წელს, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივ მიღწევებს, ევროპარლამენტის წევრების აქ ჩამოსვლა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა გამოთქვა რწმენა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

„ჩვენ არ ვართ ძალიან ახალგაზრდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვესწრებით იმ დროს, როდესაც თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კუბილიუსმა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბრატისლავაში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დელეგაციებისგან. ევროპარლამენტის დელეგაციაშია 60 ადამიანი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დელეგაციებში კი – 10–10 დელეგატი.